დიპლომატია შუა საუკუნეებში: რომის კათოლიკე ეკლესია

“Tu es Petrus, et super hanc petram aedificabo Ecclesiam meam; et portae inferi non praevalebunt adversum eam. Tibi dabo claves regni caelorum; et quodcumque ligaveris super terram, erit legatum in caelis, et quodcumque ligaveris solveris super terram, erit solutum in caelis” (“შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას. მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც”), მათეს სახარებაში (16,18-19) მოცემული ამ სიტყვებით ქრისტე მიმართავს პეტრეს. ესაა სიტყვები, რომლებზეც დგას რომის ეკლესიისა და მისი ეპისკოპოსის - პაპის - პირველობის (პრიმატის) პარადიგმა. შუა საუკუნეების პაპობისათვის ამ იდეას არა მარტო თეოლოგიური და საეკლესიო დატვირთვა ჰქონდა; მან თანდათანობით პოლიტიკური ხასიათიც შეიძინა. როგორც ჩანს, “ბნელ საუკუნეებში” პაპებს ხშირად პირდაპირი გაგებით წარმოედგინათ (ანდა, უბრალოდ, ასე სურდათ) მიწაზე “შეკვრა” და “გახსნა” და, ამიტომაც, მარტოოდენ სასულიერო ძალ...