რეალიზმიდან ნეორეალიზმამდე - კენეთ უოლცი
ამონარიდი წიგნიდან Brown, Chris, and Kirsten Ainley. 2005. Understanding International Relations. 3rd Edition. NY: Palgrave Macmillan. (Pp. 41-45)
რეალიზმიდან ნეორეალიზმამდე
ტერმინი
ნეორეალიზმი გარკვეულწილად წინააღმდეგობრივია,
ვინაიდან მრავალი რეალისტი თვლის, რომ მის მიერ გადმოცემული იდეები არაფერს შეიცავს,
რაც წინსართ ‘ნეო’-ს დაიმსახურებდა; მიუხედავად ყველაფრისა, მრავალი დამკვირვებელი
არ ეთანხმება, და გრძნობს, რომ რაღაც შეიცვალა რეალიზმში პლურალისტური გამოწვევის საპასუხოდ,
ხოლო ნეორეალიზმი ამ ცვლილების აღნიშვნის ერთი გზაა. ყოველ შემთხვევაში, არსებობს საყოველთაო
თანხმობა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რეალისტური/ნეორეალისტური ნაშრომი კენეთ უოლცის
საერთაშორისო პოლიტიკის თეორიაა (1979წ).
უოლცი კლასიკური რეალისტური წარსულის მქონე მეცნიერია. მისი პირველი ძირითადი ნაშრომი,
ადამიანი, სახელმწიფო და ომი (1959წ), კვლავაც
ომის გამომწვევ მიზეზებზე თანამედროვე აზროვნების საწყისი მომენტია და, უმეტესწილად,
ტრადიციული ტიპის საერთაშორისო პოლიტიკის თეორიის ნაშრომია; 1950-ან წლებში უოლცი
როკფელერის ამერიკის კომიტეტის მდივანი იყო საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის შესწავლაში,
რომელიც 1954 წელს გაფუძნდა, და კონვენციურად რეალისტი იყო ორიენტაციით და ტრადიციონალისტი - მეთოდით. საერთაშორისო პოლიტიკის თეორია, მეორე
მხრივ, არის რაღაც ტრადიციონალისტური თავისი სტილით და წარმოდგენით, ან კონვენციური - თავისი
არგუმენტებით.
უოლცის საბაზისო სტრატეგია რეალიზმის დასაცავად
პლურალისტური გამოწვევის წინაშე მისი მასშტაბის შეზღუდვაა. პირველი, მაშინ როცა მორგენთაუსთვის
‘თეორია’ სავსებით თავისუფალი ტერმინია - მიუხედავად მისი ხშირი მითითებებისა პოლიტიკის
კანონებსა და მის მსგავსებზე - უოლცისთვის, თეორია სავსებით ზუსტადაა განსაზღვრული
პირველ თავში, და კარლ პოპერის სამეცნიერო მეთოდზე აზროვნებიდან მიღებულ ტერმინებში,
როგორც ორმაცვლილი თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ლინზების საშუალებით. უოლცი დაინტერესებულია,
რომ შეიმუშაოს ურთიერთდაკავშირებული, კანონის მსგავსი წინადადებები, საიდანაც შესაძლებელია
გამოსაცდელი ჰიპოთეზების მიღება - თუმცა ის აღიარებს, რომ ‘გამოცდა’ მოსალოდნელია,
რომ უფრო იმპრესიონისტური პროცესი იყოს საერთაშორისო ურთიერთობებში, ვიდრე ზუსტ მეცნიერებებშია.
უოლცი მტკიცედ უარყოფს, რომ ‘პოზიტივისტია’ ამ ტერმინის რაიმე უფრო ფართო გაგებით,
მაგრამ მისი აშკარა რწმენა, რომ არსებობს რეალური სამყაროს დადგენილი წესები, რომელთა
ახსნაც თეორიის როლია, მას ამ ბანაკში მოაქცევდა, სულ მცირე ტერმინ პოზიტივიზმის ჩვეულებრივი
შედეგების გათვალისწინებით (Waltz 1997, 1998).
თუმცა, უოლცი
არა მარტო თავისი
შემუშავებული თეორიის სახეს ზღუდავს; ის გადაჭრით ზღუდავს
მის მასშტაბსაც. მისი მიზანია, შეიმუშაოს
საერთაშორისო
სისტემის
თეორია
და არა საერთაშორისო ურთიერთობების
ყველა ასპექტის საერთო ვერსია. ეს შესაძლებლობას აძლევს
მას, რომ კეთილგანწყობილად შეხედოს პლურალისტთა მიერ აღწერილ მრავალ
ცვლილებას, ვინაიდან ისინი არ ეხებიან საერთაშორისო
სისტემის ბუნებას, როგორც ასეთს, არამედ მხოლოდ მისი კომპონენტური ერთეულების
ასპექტებს. ერთ-ერთი პოზიცია,
რომელსაც ყველაზე მტკიცედ იცავს იგი, ისაა, რომ
საერთაშორისო სისტემის გაგება მხოლოდ სისტემური თეორიებითაა შესაძლებელი; სისტემის
გაგების მცდელობა იმ თეორიებით, რომლებიც
ყურადღებას ამახვილებს სისტემის შემადგენელი ერთეულების მახასიათებლებზე, რედუქციონიზმის საბოლოო ცოდვის
ჩადენას გულისხმობს. ჩვენ ვიცით, რომ
რედუქციონიზმი მცდარია, ვინაიდან ვიცით, რომ არსებობს საერთაშორისო
სისტემათა მოდელები, რომლებიც მეორდება დროთა განმავლობაში, მაშინაც კი როცა სისტემის
შემადგენელი ერთეულები იცვლება; ეს მოდელები თვითონ
სისტემის პროდუქტი უნდა იყოს, და
არ შეიძლება რომ ან მისი
ქვე-სისტემების ცვალებადი მახასიათებლების, ან ისეთი ადამიანური
უნივერსალიების პროდუქტი
იყოს, როგორიცაა ძლიერი მისწრაფება აგრესიისკენ, რაც, განსაზღვრების თანახმად,
მთელი ისტორიის განმავლობაში იჩენს თავს და არა
მარტო საერთაშორისო სისტემებში. ამგვარად, ერთ-ერთი მისი
მაგალითი რომ ავიღოთ, ლენინი
უნდა ცდებოდეს იმპერიალიზმის ახსნისას მონოპოლიური კაპიტალიზმის დინამიკის პირობებში, ვინაიდან იმპერიალიზმი ყოველთვის არსებობდა, მაშინ როცა მონოპოლიური კაპიტალიზმი
უახლესი წარმოშობისაა (Waltz
1979: 19ff.). ფაქტობრივად,
ეს არ არის ლენინის
მკაცრი კრიტიკა,
ვინაიდან ეს უკანასკნელი აღიარებს
ამ მოსაზრებას და ხაზს უსვამს,
რომ თანამედროვე იმპერიალიზმი განსხვავდება თავისი წინამორბედებისგან - მიუხედავად ყველაფრისა, უოლცის საერთო მოსაზრება ცხადია.
როცა ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმ სისტემაზე,
რომლის დანახვაც შეგვიძლია, ის ფიქრობს, რომ მხოლოდ ორი სახის შესაძლო სისტემა არსებობს
- იერარქიული ან ანარქიული სისტემა. იერარქიულ სისტემაში, სხვადასხვა სახის ერთეულები ორგანიზებული
არიან აშკარა ხაზის მქონე ავტორიტეტის ქვეშ. ანარქიულ სისტემაში, ბუნებით მსგავსი ერთეულები,
თუმცა კი დრამატულად განსხვავდებიან შესაძლებლობებით, ერთმანეთთან წარმართავენ ურთიერთობებს.
განსხვავება იერარქიას და ანარქიას შორის უოლცისთვის გადამწყვეტია; დღევანდელი სისტემა,
ამტკიცებს იგი, აშკარად ანარქიულია და ასეთია მისი გვიანი შუა საუკუნეებიდან. პლურალისტების
მიერ განსაზღვრული არც ერთი ცვლილება არ უტოლდება სისტემის ცვლილებას - ის მხოლოდ მაშინ
განხორციელდებოდა, თუკი შეიქმნებოდა იერარქიული დაწესებულებები - გარკვეული სახის მსოფლიო
მთავრობა. საერთაშორისო პოლიტიკის თეორიის დიდი
ნაწილი იმის საჩვენებლადაა მოცემული, რომ ასე არ ხდება და რომ პლურალისტების მიერ განსაზღვრული
მდგომარეობა მხოლოდ საკითხთა ზედაპირს ეხება; სისტემის არსებითი რეალობა იგივე რჩება.
საერთაშორისო სისტემა ‘თვით-დახმარების’ სისტემაა;
სახელმწიფოები (რომლებიც, თეორიული მიზნებით, უნიტარული აქტორები უნდა იყვნენ) იძულებული
არიან, რომ საკუთარ თავზე იზრუნონ, ვინაიდან სხვა არავინ იზრუნებს მათზე. უოლცი არ ფიქრობს, რომ სახელმწიფოები თვით-განმდიდებელი,
აუცილებლად აგრესიული ორგანოებია, არამედ თვლის, რომ მათ საკუთარი თავის დაცვა სურთ.
ეს ნიშნავს, რომ ისინი იძულებული არიან, რომ საკუთარი უსაფრთხოებით იყვნენ დაინტერესებულნი,
და იძულებულნი არიან, რომ სხვა სახელმწიფოებს პოტენციურ საფრთხეებად თვლიდნენ. ისინი
მსოფლიოში საკუთარ პოზიციას ყოველთვის უნდა უთავსებდნენ სხვების და საკუთარი ძალის
მათეულ აღქმას. ამგვარ მოძრაობათა შედეგია ძალთა
ბალანსის გამოჩენა. ძალთა ბალანსი საერთაშორისო სისტემის თეორიაა. ძალთა ბალანსი
შეიძლება განისაზღვროს ბალანსში არსებული ‘პოლუსების’ რაოდენობის პირობებში - აქ მეტაფორა
მცირედით არეულია - ხოლო პოლუსების რაოდენობა იმ სახელმწიფოთა რაოდენობით განისაზღვრება,
რომლებსაც სერიოზულად შეუძლიათ დაემუქრონ ერთმანეთის ფუნდამენტურ არსებობას; უოლცი
ამტკიცებს, ეს ნიშნავს, რომ სისტემა (1979წელს) ბიპოლარულია. მხოლოდ შეერთებულ შტატებს და სსრკ-ს აქვთ შესაძლებლობა, რომ
ერთმანეთის არსებობას დაემუქრონ. როგორც ვნახავთ, ძალთა ბალანსის შესახებ მწერალთა
უმეტესობა ბიპოლარულ ბალანსს თვისობრივად არასტაბილურად თვლის, ვინაიდან ერთი აქტორის
შესაძლებლობის ცვლილებებს შეიძლება მხოლოდ თანხვდეს მსგავსი ცვლილებები მეორეში - და
ეს პროცესი შეიძლება ყოველთვის გამოვიდეს სინქრონიზაციიდან. უოლცი არ ეთანხმება; მისი აზრით, ბიპოლარული
სისტემები უფრო ადვილად სამართავია, ვინაიდან ნაკლები დაინტერესებული მხარე არსებობს.
ესაა საერთაშორისო სისტემის სტრუქტურის თეორია,
და კარგი კითხვა იქნებოდა, თუ რა მიმართება აქვს სტრუქტურას ‘დღის წესრიგთან’ - რას
ნიშნავს იმის თქმა, რომ სახელმწიფოები გარკვეული გზებით უნდა იქცეოდნენ? კვლავაც, როგორ შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ ძალთა ბალანსი
ყოველთვის გამოჩნდება ან რომ სახელმწიფოები შეძლებენ ბიპოლარული სისტემის მართვას,
იმის გათვალისწინებით, რომ მათ შეგნებულად არ სურთ ბალანსის შექმნა - რეალურად, სახელმწიფოთა
უმეტესობა ამჯობინებდა პოტენციურად საფრთხისშემქმნელი სახელმწიფოების განადგურებას
(ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, გარდა საკუთარი თავისა)? უოლცის პასუხი ამ კითხვებზე
ისაა, რომ არ არსებობს რეალური გარანტია, რასაც ბალანსი შექმნის, ან რომ ძალის კონტროლი
წარმატებული იქნება; თუმცა, სახელმწიფოები, რომლებიც არ პასუხობენ საერთაშორისო სისტემის
მიერ მათთვის გაგზავნილ სიგნალებს, ასე ვთქვათ, სახელმწიფოები, რომლებიც უგულებელყოფენ
მსოფლიოში ძალის განაწილებას, აღმოაჩენენ, რომ შედეგად მათ ზიანი ადგებათ; რეალურად,
გარკვეულ გარემოებებში, ისინი შეიძლება დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაშე აღმოჩნდნენ.
მაშინ როცა სახელმწიფოებს არ სურს, რომ ეს მოხდეს, მოსალოდნელია, რომ ისინი საჭირო
ნაბიჯებს გადადგამენ (Waltz 1979: 118). მაგრამ შესაძლოა არც გადადგან; ზოგიერთმა სახელმწიფომ,
მაგრამ არც თუ ისე ბევრმა მე-20 საუკუნეში, ნამდვილად დაკარგა საკუთარი დამოუკიდებლობა,
მაშინ როცა სხვებს, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის ან ზოგიერთი სხვა ბუნებრივი
უპირატესობის გამო, აქვთ ფუფუნება, რომ სერიოზული ზიანის გარეშე საერთაშორისო სისტემის
მოთხოვნები სრულიად მცირედით აღიქვან არასწორად. მიუხედავად ყველაფრისა, ტენდენცია
სახელმწიფოებისთვის ისაა, რომ უპასუხონ საკუთარ მოტივებს.
აქ, და ნაშრომის სხვა პუნქტებშიც, უოლცი იყენებს
ნეოკლასიკური ეკონომიკიდან მიღებულ ანალოგიებს და, განსაკუთრებით, ბაზრების თეორიას
და ფირმის თეორიას. წმინდა კონკურენციული ბაზარი სტრუქტურის კლასიკური მაგალითია, რომელიც
არსებობაში მოდის მყიდველთა და გამყიდველთა სურვილებისგან დამოუკიდებლად, რომლებიც,
მიუხედავად ყველაფრისა, საკუთარი ქმედებებით ქმნიან მას. თითოეული აქტორი უნდა პასუხობდეს
ბაზრისგან მიღებულ სიგნალებს - მაგრამ ‘უნდა’ ამ გაგებით უბრალოდ გულისხმობს, რომ,
ასე ვთქვათ, ფერმერები, რომლებიც ცდილობენ ბაზარზე უფრო მაღალ ფასად გაყიდვას, ვერ
შეძლებენ საკუთარი მოსავლის გადმოტვირთვას, მაშინ როცა ფერმერები, რომლებიც შესაძლო მისაღებზე
ნაკლებ ფასად ყიდიან, გადასცემენ მოგების შესაძლებლობებს, რომლებიც შეიძლება მიიღონ
სხვებმა, რომლებიც მათ საქმიდან გამოაძევებენ. მსგავსადვე მყიდველებს არ ენდომებათ
საჭიროზე მეტის გადახდა და ვერ შეძლებენ არსებულ განაკვეთზე ნაკლების გადახდას. ბაზრის
სტრუქტურა ამ გადაწყვეტილებებიდან იბადება, გადაწყვეტილებებს კი მაინც ბაზრის სტრუქტურა
აყალიბებს. ანალოგიის ჩვენება უფრო ფართოდ შეიძლება. არაკონკურენციულ ბაზარზე, ოლიგოპოლიას,
მცირე რაოდენობის ფირმებს შეუძლიათ ფასების და წარმოების კონტროლი იმგვარად, რომ პირდაპირი
კონკურენციის თავიდან არიდებით თითოეული უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე წინააღმდეგ შემთხვევაში
იქნებოდნენ. ამ ფირმებს არ აქვთ ინტერესი ყველა დანარჩენის არსებობაში - ‘ფორდს’ სურს,
რომ ‘ჯენერალ მოტორსი’ გაქრეს და პირიქით - მაგრამ როგორც სარგებლის მაქსიმიზატორები,
ისინი აანალიზებენ, რომ კონკურენციის თავიდან ასარიდებლად დადებითი მცდელობები გაცილებით
საშიში იქნებოდა განსაჭვრეტად; ფასების ომმა შესაძლოა ორივე ფირმა დააქვეითოს. იმგვარადვე,
შეერთებულ შტატებს და საბჭოთა კავშირს საკუთარი კონკურენციის რეგულირების საერთო ინტერესი
ჰქონდათ, თუმცა კი თითოეული ამჯობინებდა, რომ მეორე გამქრალიყო, ეს მიღწევადი იყო ურისკო,
უხარჯო გზით.
შეიძლება ითქვას, რომ ეს ეკონომიკური ანალოგია
ამართლებს ‘ნეო’-ს ‘ნეორეალიზმში’. ფაქტობრივად, და განსაკუთრებით მისი ნაშრომის გავლენის
პირობებში, უოლცი გვთავაზობს ძალთა ბალანსის ‘რაციონალური არჩევანის’ ვერსიას, რომელშიც
სახელმწიფოები თვით-დაინტერესებულ ეგოისტებად ითვლებიან, რომლებიც საკუთარ სტრატეგიებს
განსაზღვრავენ იმის არჩევით, რომელიც მაქსიმალურად ზრდის საკუთარ კეთილდღეობას. ესაა
გრძელი გზა სულისკვეთებით, რომელიც მომდინარეობდა აგონიზებული საფუძვლით მორგენთაუსთვის
დამახასიათებელი ადამიანის ცოდვილობის მთავარ წყაროსა და ‘სწორ რეალისტებზე’ (Rosenthal
1991). ამ თვალსაზრისით, ის უფრო ახლოსაა კართან, რომლის კვაზი-მარქსისტული ხაზგასმაც
დეფიციტსა და ადამიანის მდგომარეობაზე პარალელს ავლებს ანარქიის და თვით-დაცვის სურვილის
უოლცისეულ ვერსიასთან. კარს არ მიუღია რაციონალური არჩევანის თეორიზაციის ფორმა, მაგრამ
ამ სტილის აზროვნებაც კი არაა უცნობი კლასიკურ ტრადიციაში. რუსოს იგავი ირმისა და კურდღლის შესახებ მსგავსია სახელმწიფოთა ეგოიზმის უოლცისეული ვერსიისა: მონადირეთა
ჯგუფს შეუძლია კოლექტიურად დაიმაყოფილოს საკუთარი საჭიროებები ირემზე ნადირობით, მაგრამ
გადამწყვეტ მომენტში ერთი ტოვებს ნადირობას, რათა დაიჭიროს კურდღელი, აკმაყოფილებს რა საკუთარ
საჭიროებებს, მაგრამ შედეგად კარგავს ირემს - ესაა კოლექტიურ მოქმედებაში არსებული
პრობლემების ბრწყინვალე ილუსტრაცია. მიუხედავად ყველაფრისა, ამ წინამორბედების მიუხედავად,
აქ რაღაც ახალია იმ გზაში, რომლითაც უოლცი ერთად აყალიბებს არგუმენტს.
უოლცის ნაშრომის არაჩვეულებრივი გავლენა შეიძლება
გაგებული იყოს იმ იმპულსითაც, რომელსაც ის აძლევს სხვა მეცნიერებს, რომ განავითარონ
სტრუქტურული რეალისტური აზროვნება, რომელიც პარადიგმაში წარმოიშვა ‘თავდაცვით’ და
‘თავდასხმით’ რეალისტებს შორის კონცეპტუალურ განყოფაში. აზროვნების ეს ორი განშტოება
თანხმდება საბაზისო მოსაზრებაზე, რომ სახელმწიფოთა უსაფრთხოების სურვილი იძულებულია
საერთაშორისო სისტემის ანარქიული სტრუქტურით. თუმცა, თავდაცვითი რეალისტები, რომელთა
შორისაა სტეფენ ვან ევერა (1999წ), სტეფენ უოლტი (1987წ, 2002წ) და ჯეკ სნაიდერი
(1991წ), აგრეთვე (თუმცა არცთუ ისე აშკარად) კენეთ უოლცი, ფიქრობენ, რომ სახელმწიფოები
უსაფრთხოებას აღწევენ სისტემაში საკუთარი პოზიციის შენარჩუნებით, ასე რომ ისინი ესწრაფვიან
ძალის შესაბამისი ოდენობის მიღწევას, სხვა სახელმწიფოებთან წონასწორობაში. თავდასხმითი
რეალისტები, რომელთაგან ყველაზე გავლენიანია ჯონ მეარშეიმერი (1990, 1994/5, 2001),
ნაცვლად ამტკიცებენ, რომ უსაფრთხოება იმდენად მყიფეა თვით-დაცვის სისტემაში, რომ სახელმწიფოები
ესწრაფვიან რაც შეიძლება მეტი ძალის (მატერიალური, განსაკუთრებით სამხედრო შესაძლებლობის)
მიღწევას: რომ გახდნენ გლობალური ან, სულ მცირე, რეგიონული ჰეგემონი. ეს უბიძგებს მათ,
რომ აგრესიული, ექსპანსიონისტური პოლიტიკა გაატარონ, რაც, თავდაცვითი რეალისტების მტკიცებით,
გაცილებით ნაკლებ ხარჯიანი და უფრო მომგებიანია, ვიდრე მას თავდაცვითი რეალისტები თვლიან,
რომლებსაც ამგვარი პოლიტიკა ირაციონალურად მიაჩნიათ. თავდაცვითი რეალისტები ამტკიცებენ,
რომ მეტმა ძალამ შეიძლება ნაკლები უსაფრთხოება მოიტანოს, ამდენად რაციონალურ სახელმწიფოს
ნაკლები იმპულსი აქვს, რომ დამატებით ძალას ესწრაფვოდეს, როცა სისტემაში სხვა სახელმწიფოებთან
შედარებით უსაფრთხოდ გრძნობს თავს. თავდაცვითი რეალისტური შეხედულებების საპირისპიროდ,
საერთაშორისო სისტემა არ სწყალობს სახელმწიფოებს, რომლებიც ბატონობას ესწრაფვიან, არამედ
მეტადრე მათ, რომლებიც სტატუს კვოს ინარჩუნებენ. თავდაცვითი რეალიზმის მთავარი წვლილი
ისაა, რომ მნიშვნელობას ანიჭებს რევიზიონისტური სახელმწიფოების ქცევას, რაც არ არსებობს
უოლცის ნეორეალიზმში.
შემდგომი განხეთქილება უოლცის აზროვნებასთან შეიძლება
გაგებული იყოს ისეთი მეცნიერების უახლესი ნაშრომის იმპულსით, როგორიცაა უოლფორტი
(1993წ), შველერი (1998წ) და ზაკარია (1998წ), რომლებმაც სტრუქტურულ რეალიზმს ერთეულთა
დონის ანალიზი შემატეს. ეს ნაშრომი, ‘ნეოკლასიკურ’ ან ‘პოსტკლასიკურ’ რეალიზმად წოდებული,
გადმოსცემს, რომ სახელმწიფო ქცევა ვერ აიხსნება მხოლოდ სტრუქტურული დონის გამოყენებით,
არამედ იყენებს ისეთი კლასიკური რეალისტების შეხედულებებს, როგორიცაა მაკიაველი, მორგენთაუ
და კისინჯერი, რომ ხელახლა შეიტანოს ინდივიდუალური და შიდა სამთავრობო დონის ცვლადები
(რასაც უოლცი უარყოფს ნაშრომში ადამიანი, სახელმწიფო
და ომი, 1959 წ) საერთაშორისო სისტემაში სახელმწიფო ქცევის განმარტებებში.
უოლცის ნეორეალიზმი აშკარად წინააღმდეგობრივია,
მაგრამ ის რჩება არა მარტო უახლეს დროში რეალისტური პოზიციის ყველაზე მტკიცე განცხადებად,
არამედ განცხადებადაც, რომელიც IR-ის თეორიას აკავშირებს (ამერიკის) პოლიტიკური მეცნიერების
მთავარ ხაზთან. საერთაშორისო პოლიტიკის თეორია,
სწორედაც, თავისი თაობის საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაზე ყველაზე გავლენიანი წიგნია.
თარგმნა ირაკლი ჯავახიშვილმა
Comments
Post a Comment