Posts

Showing posts from March, 2018

21-ე საუკუნე: სტრუქტურა და მოლაპარაკება: ევროპის კავშირი

Image
21-ე საუკუნე: სტრუქტურა და მოლაპარაკება ევროპის კავშირი 21-ე საუკუნისათვის, განხილვის ობიექტად ავიღეთ ევროპის კავშირი, რათა უკეთ ვაჩვენოთ კავშირი მოლაპარაკებას და სტრუქტურას შორის. «ევროპის კავშირი ინსტიტუციური, სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კონსტრუქციის შედეგია, რომელიც (მეოცე) საუკუნის მეორე ნახევარში წარმოიშვა» (Puskas, 2013: 9). როგორც ევროპული გაერთიანების ფორმა, ევროპის კავშირი საერთაშორისო აქტორის კარგი მაგალითია, რომელიც ოპტიმალურად წარმართავს მოლაპარაკებათა პროცესებს. «ევროკავშირი ალბათ ძლიერი ინსტიტუციის უკიდურესი შემთხვევაა, რომელმაც წევრებს შორის მოლაპარაკებათა ქცევა უნდა ჩამოაყალიბოს» (Odell 2010: 625). სხვა კოლექტიურ საერთაშორისო აქტორებთან შედარებით, ევროპის კავშირი ძლიერი ტრანსეროვნული ორგანიზაციაა უნიკალური საერთაშორისო და ზე-ეროვნული მახასიათებლებით. ამგვარ ძლიერებას გავლენა აქვს მოლაპარაკებათა პროცესებსა და მათ შედეგებზე. მას ძლიერი სამართლებრივი სისტემა აქვს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მეშვეობით, რომელსაც იძულებითი ...

მდგრადი განვითარება: საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი პარადიგმა?

Image
მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში თანდათან ფეხს იკიდებს კლიმატის ცვლილების საკითხი. გარემოს დაცვა, როგორც საერთო სიკეთე, საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების ერთ-ერთი ძირითად პარადიგმად ყალიბდება. უნდა ითქვას, რომ ამ სფეროში საერთაშორისო პოლიტიკაში მხოლოდ პრაქტიკული ნაბიჯების შემდეგ ყალიბდება მისი თეორიული სტრუქტურა. დღეს «დასავლეთში» ძალიან აქტუალურია «მდგრადი განვითარების» თემა, რომლის შესახებაც არაერთი ნაშრომი თუ სტატია იწერება. მის სინონიმებად ხშირად გამოიყენება, მაგალითად, ზოგადად ტერმინი «მდგრადობა», ასევე «გარემოს დაცვა», «კლიმატის ცვლილება», ან, უფრო ფართოდაც, «ადამიანის ინტეგრალური განვითარება». მართალია ეს ტერმინები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ბევრი საერთოც აქვთ. « იფიქრე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად» - ლოზუნგი, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს მდგრადი განვითარების მიდგომას. თუმცა, თუკი ქართულ სინამდვილეს გადავხედავთ, სამეცნიერო-აკადემიურ წრეებშიც კი მდგრადი განვითარების თემას არასერიოზულად უდგებიან, რომ აღარ ვახსენოთ, რომ მ...

კენეთ უოლცი: "სახელმწიფოთა შორის, ბუნებრივი მდგომარეობა ომის მდგომარეობაა"

Image
კენეთ უოლცი. 1979. საერთაშორისო პოლიტიკის თეორია (გვ. 102-104) ანარქიული სტრუქტურა და ძალთა ბალანსი 1.     ძალადობა შინ და გარეთ ხშირად ამბობენ, რომ სახელმწიფოთა გარემოში სახელმწიფო თავის საქმეებს ძალადობის სახიფათო ჩრდილქვეშ აკეთებს. ვინაიდან ზოგიერთმა სახელმწიფომ შეიძლება ნებისმიერ დროს გამოიყენოს ძალა, ყველა სახელმწიფო მზად უნდა იყოს იგივეს გასაკეთებლად - ან სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი მეზობლების მოწყალების იმედად იარსებონ. სახელმწიფოთა შორის, ბუნებრივი მდგომარეობა ომის მდგომარეობაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ომი მუდმივი მოვლენაა, არამედ იმას, რომ ვინაიდან ყოველი სახელმწიფო თავად წყვეტს, გამოიყენოს თუ არა ძალა, ომი შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს. ოჯახში, საზოგადოებაში ან მთლიანად მსოფლიოში ურთიერთობა, სულ მცირე პერიოდული კონფლიქტის გარეშე, წარმოუდგენელია; და იმედი, რომ ისეთი ძალის არარსებობისას, რომელიც უხელმძღვანელებს ან გააკონტროლებს კონფლიქტურ მხარეებს, რომ მუდამ თავი აარიდონ ძალის გამოყენებას, რეალისტურად ვერ ჩაითვლება. ადამიანთა შორის, ის...